დასაფარ ტერიტორიაზე იღებენ 10 სმ სიღრმის ნიადაგის ფენას, სადაც შემდგომ ყენდება ბორდიურები. დასუფთავებულ ადგილზე ხდება ქვიშის მოყრა, სისქით დაახლოებით 5სმ. ქვიშა უნდა გასწორდეს, დაიტკეპნოს და მოირწყას წყლით. შემდგომ ქვიშის ფენაზე აუცილებელია დაიფინოს საიზოლაციო მატერიალი – “გეოტექსტილი”, მაგრამ შეიძლება საიზოლაციო მასალად ასევე გამოიყენოს ჩვეულებრივი პოლიეთილენიც, რომელშიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს ხვრელები, იმისთვის, რომ მან წყალი გაატაროს. მერე ისევ ქვიშის ფენა, მაგრამ უკვე 2-3 სმ სისქით. და საბოლოდ ხდება დეკორატიული ქვის დაგება და გასწორება.
გაზონებისა და კლუმბებისთვის საკმარისია 2 სმ დეკორატიული ქვის ფენა. ბილიკებისთვის გირჩევთ 4 სმ სისქის დეკორატიული ქვის დაგებას.
დეკორატიული ღორღის ხარჯი: 1 კვ. მ-ზე ფენის სისქეზე დამოკიდებულად საჭიროა 30-50 კგ .